სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა უძღვებოდა.
საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა არველაძემ წევრებს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააცნო. მისი განმარტებით, ცვლილებები ითვალისწინებს პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსების დაზუსტებასა და რესურსების ეფექტიან გადანაწილებას.
2026 წლისთვის განახლებული სოციალური პაკეტების შესახებ ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ნუგზარ ნუცუბიძემ წარმოადგინა. როგორც აღინიშნა, პროგრამები ორიენტირებულია მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდაჭერაზე.
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ უღრელიძემ საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, საიჯაროდ განკუთვნილი ფართების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქ სამტრედიის განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე. აღინიშნა, რომ საკითხზე აქტიურად მუშაობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური. როგორც იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ცომაიამ განაცხადა: ,,განაშენიანების გეგმა მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურული და სივრცითი განვითარების პროცესში”



