სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ,ტოლებისა და ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ,ტოლებისა და ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ტოლებისა და ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნოღაში, გზის ბეტონის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ოფეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ოფეთის ეკლესიიდან მტერჩვეულის ბოლომდე გზის ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტი ასევე მოიცავს მილბოგირებისა და გზის დამცავი გაბიონის მშენებლობას, რაც გზის უსაფრთხოებასა და მდგრადობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში უსაფრთხო, თანამედროვე და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი