სამტრედიის მუნიციპალიტეტი

Samtredia Municipality

აუქციონი
ტენდერი
ფოტოგალერეა
00.00.00
გაიმართება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა
» დაბლა გომის საჯარო სკოლ
დაბლა გომის საჯარო სკოლ

დირექტორი ომარ ჩაჩუა

სკოლაში დასაქმებულია 25 პედაგოგი და სწავლობს 193 მოსწავლე.
შენობის ფართობი შეადგენს 1962 კვ.მ-ს. ტერიტორია გენგეგმის მიხედვით 6700 კვ.მ. სკოლის შენობის ძირითადი კორპუსი ტიპურია და დამაკმაყოფილებელი. სკოლა გათვლილია 320 მოსწავლეზე. ფუნქციონირებს 11 კომპიუტერით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია. ინვენტარი ახალია.
სკოლის შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 1975 წელს. ბუფეტი, სპორტული დარბაზი, შრომითი სწავლების კაბინეტი ე.წ. ბრტყელი სახურავით იყო გადახურული, რომელიც 1991 წელს უკვე მწყობრიდან გამოვიდა. ამან ნაგებობა ავარიულ მდგომარეობაში ჩააყენა.
დაწყებითი სკოლა დაბლა გომში 1918 წელს გაიხსნა. 1918-30 წლებში ამ სკოლის გამგე იყო ჩაჩუა მეთოდე. 1930-33 წლებში მას ლეჟავა ალექსანდრე ხელმძღვანელობდა. 1933 წლიდან სკოლა არასრულ საშუალოდ გადაკეთდა. 1933-38 წლებში დირექტორი იყო - იასონ შოვნაძე. 1938-39 წლებში - ალექსანდრე ლეჟავა. 1939-41 წლებში - ალექსანდრე ნუცუბიძე, 1941-1944 წლებში - ვარლამ შენგელია, 1944-1955 წლებში კაპიტონ გეგუჩაძე, 1955-1957 წლებში ნიკოლოზ გაბედავა, 1967-1972 წლებში - შალვა ჯოგლიძე, 1972-1991 წლებში - ნიკიტა ჩაჩუა, 1991 წლიდან ომარ ჩაჩუა.
1994 წლიდან სკოლა გადაკეთდა საშუალოდ, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ომარ ჩაჩუა.
სკოლაში დაინერგა სიახლეები. პედაგოგები გადიან სხვადასხვა ტრენინგებს. მუშაობს 6 კათედრა. გამოცდილების გაზიარების მიზნით კავშირი გვაქვს მეზობელ სკოლებთან.
დაბლა გომის სკოლის კურსდამთავრებულები არიან ცნობილი ინჟინრები, ბიზნესმენები, ხელმძღვანელი მუშაკები. დაბლა გომის სკოლა დაამთავრა პარლამენტარმა ტარიელ ჩაჩუამ. გვაქვს წარმატებები მოსწავლეთა ტურებში, კონფერენციებსა თუ სპორტულ ღონისძიებებში.
სკოლა ემსახურება სოფ. კეთილაურს - 3,5 კმ, ცივწყალს - 3კმ, დაფნარს - 3კმ და საკუთრივ დაბლა გომს.
  • ნახვა: 166
Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9