განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ გომში ბეტონის გზა დაიგო
RDRC.GE
სოფელ გომში ბეტონის გზა დაიგო
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ სოფელ გომში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ვალერიან ფოცხვერიასა და მაჟორიტარი დეპუტატის გრიგოლ მიქელაძის უშუალო ძალისხმევის შედეგია სოფელში 1300 მეტრი მაღალტექნოლოგიური 16 სანტიმეტრიანი ბეტონის გზის დაგება. სამუშაოების ექსპლუატაციის ვადა 30 წლით განისაზღვრა.

   მუნიციპალიტეტის მერის წარდგენის საფუძველზე სოფელს საგზაო დეპარტამენტი ემსახურება. გზასთან ერთად მოეწყო ხიდ–ბოგირები. სამუშაოები ეტაპობრივად სრულდება და საერთო ჯამში მილიონ ორასიათას ლარს შეადგენს. მოსახლეობამ კამაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ 35 წელი სოფელში გზა არ დაგებულა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ ბეტონის გზა სოფლისთვი ყველაზე გამართლებული და ოპტიმალურია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1720