საიტი განახლების რეჟიმშია
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
18.12.2017 11.00 საათზე
გაიმართება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა
გვერდის ბეჭდვა

RDRC

სამტრედიის მაცნე

KYOKUSHINKAI KARATE

PHOTO GALLERY

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოეს
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერის ვალერიან ფოცხვერიას მხარდაჭერით 2017 წლის ღვაწლმოსილი სპორტსმენები დააჯილდოეს.

   მუნიციპალიტეტში, რამდენიმე წელია ტრადიციად ჩამოყალიბდა გამგეობისა და საკრებულოს მიერ წარმატებული სპორტსმენების ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება. კომპეტენტური კომისიის მიერ ათი საუკეთესო სპორტსმენი და მწვრთნელი შეირჩა, რომლებმაც თავიანთი შედეგებით მსოფლიოსა და ევროპის სხვა და სხვა ტურნირებზე ასახელეს, როგორც ჩვენი ქალაქი ასევე სრულიად საქართველო. სპორტსმენტთა შორის დაჯილდოვდა სამტრედიელი ორი ხელოვანი: მსახიობი მზია ჩიხლაძე და ქორეოგრაფი ჟორა კეშელავა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვრცლად ისაუბრა სამტრედიაში სპორტის სასახლის არსებობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას სასახლის მშენებლობა.

   2017 წლის წარმატებული სპორტსმენები და მრწვთნელები:

  წლის წარმატებული სპორტსმენი კალათბურთში , ევროპის ჩემპიონი ვიქტორია გეგეშიძე და მწვრთნელი თამაზ ხაფავა.

   წლის წარმატებული სპორტსმენები კიოკუშინკაი კარატეში : სომხეთის თასის მფლობელი, საერთაშორისო ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი , ევროპის მეორე ადგილის მფლობელი მანანა მუქერია, სომხეთის თასის მფლობელი, საერთაშორისო ჩემპიონატების მრავალგზის ჩემპიონი , ოთხგზის ევროპის ჩემპიონი ,, საუკეთესო მებრძლი ქალის“ ტიტულის მფლობელი, საერთაშორისო ოსტატი კიოკუშინკაი კარატეში, შავი ქამრის მფლობელი წოდებით ,, სემპაი“ თამარ ბიბილეიშვილი. საერთაშორისო ოსტატი კიოკუშინკაი კარატეში, შავი ქამრის მფლობელი 4 დანის მფლობელი, წოდებით ,, სენსეი“ საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს კლუბების კავშირის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი–ბატონი მიხეილ ქანთარია.

   წლის წარმატებული სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში ,მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი,ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ედემი ბოლქვაძე და მისი მწვრთნელი ბატონი ბიძინა მელაშვილი. წლის წარმატებული სპორტსმენი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში გოგა გოგიბერაშვილი. მწვრთნელი მამუკა სტურუა.გოგა გახლავთ საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული ,წელს კი ის გახდა ევროპის პრიზიორი. წლის წარმატებული სპორტსმენი თავისუფალ ჭიდაობაში – ივერი ჯულაყიძე და მისი მწვრთნელი ვეფხია სტურუა. ივერი გახლავთ მრავალგზის საერთაშრისო ტურნირებისა და საქართველოს ჩემპიონატების გამარჟვებული, ხოლო წელს იგი გახდა ევროპისა და მსოფლიო ჩემოპიონატების პრიზიორი. წლის საუკრთესო სპორტსმენი ჭიდაობა ძიუდოში, მრავალგზის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული ,ტოკიოს გრანდსლემი,ბაქოს გრანდსლემი,თბილისის გრანდპრი, ევროპის ჩემპოიონი და და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ბატონი–უშანგი მარგიანი და მისი მწვრთნელი ავთანდილ თარგამაძე,რომელსაც მიენიჭა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 468
კომენტარის დამატება
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера

Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9