განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო
RDRC.GE
სამტრედიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია მოეწყო
კატეგორია:  სიახლე

   25 აპრილს, ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური სისხლის ბანკის სამტრედიის ფილიალში, სამტრედიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და რაიონული პროკურორის, მალხაზ გეწაძის მხარდაჭერით, პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, გაიმართა სისხლის უანგარო დონაციის აქცია დევიზით – ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.

   აღნიშნული აქციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურის წვლილის შეტანა სისხლის მარაგების შევსებაში. როგორც ჩვენთან საუბარში სამტრედიის რაიონის პროკურორმა, მალხაზ გეწაძემ აღნიშნა, ,,ეს იდეა გამიჩნდა მაშინ, როდესაც გავეცანი სტატისტიკას და აღმოვაჩინე, რომ ყოველ სამ წამში ერთხელ, ერთ ადამიანს მაინც სჭირდება სისხლის კომპონენტი და საზოგადოების 50 % შეუძლია გახდეს დონორი. სამწუხაროდ, ადამიანების მხოლოდ 1 % იყენებს ამ შანსს. ამიტომ მსგავსი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ხდება სისხლის ბანკის მარაგების შევსება. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენს მიზანს. აუცილებელია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული და ყველამ იცოდეს, რომ აქვს შესაძლებლობა გაიღოს სისხლი და გადაარჩინოს სიცოცხლე.“

   ვანის, ხონის და სამტრედიის სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად დღეს სისხლი უანგაროდ გაიღეს მათმა თანამშრომლებმა.

   ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის სამტრედიის ფილიალის ხელმძღვანელმა, ლაშა კვანტალიანმა, სისხლის ბანკის სახელით, მადლობა გადაუხადა თითოეულ დონორს დიდსულოვნებისთვის და სერტიფიკატებით დააჯილდოვა ისინი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1882