განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დედამიწის დღე მე–4 ბაგა ბაღში
RDRC.GE
დედამიწის დღე მე–4 ბაგა ბაღში
კატეგორია:  სიახლე

   ,,დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“– ამ დევიზით, მე–4 ბაგა–ბაღში მიწვეულ სტუმრებს დღეს არაჩვეულებრივი დღესასწაული მოუწყვეს. ნიჭიერმა პატარებმა, დაუღალავი პედაგოგების დახმარებით, დედამიწის დღე ნამდვილ ზეიმად აქციეს. ორიგიალურად და თემატურად მორთულ ბაღის ეზოს კიდევ უფრო ხალისიანს ხდიდნენ სასკოლო ასაკის აღსაზრდელები. მ

   უნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, ხათუნა გაგუა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას დასაწყისშივე შეუერთდნენ.

   ცოდნის ფორუმი, რომელშიც გაერთიანებული იყო თემები ბიომრავალფეროვნებაზე, ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, დედამიწასა და კოსმოსზე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიდა. ,,ვცდილობთ ბავშვებს აქედანვე ჩავუნერგოთ ბუნებისა და გარესამყაროსადმი სიყვარული. ეს სიკეთეა და სწორედ ეს სიკეთე უდევს საფუძვლად ჩვენი ბაგა–ბაღის მუშაობას“ აღნიშნა სააღმზრდელო დაწესებულების მმართველმა ნანა დუნდუამ.

   პედაგოგების– მარინა კაკაბაძის, ნინო რუხაძის, მაკა ჯანელიძის, ნანა ლეკვეიშვილის და გულო ბოხუას ჯგუფებმა დღეს საუკეთესო შეფასება მიიღეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1067