განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამართლიანმა არჩევნებმა სამტრედიაში საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი ჩაატარა
RDRC.GE
სამართლიანმა არჩევნებმა სამტრედიაში საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი ჩაატარა
კატეგორია:  სიახლე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივით,  სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში,  საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

 პროექტი რომელიც   ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება,   მიზნად ისახავს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივი სამოქალაქო  ორგანიზაციებისთვის. 

სამართლიანი არჩევნები ბოლო 20 წლის განმავლობაში აქტიურად აკვირდება ქვეყანაში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. არჩევნებში აღნიშნული ორგანიზაციიდან დაახლოებით 1000-მდე დამკვირვებელია ჩართული.  

საჯარო მოხელეებს რომლებიც ტრენინგს ეწსრებოდნენ,  დაწვრილებით განემარტათ  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მნიშვნელობა. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში,  საჯარო მოხელეებს ასევე მიეწოდათ ინფომარცია,  წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისათვის ხელის შეწყობაზე. ტრენერმა ნინო შარაშენიძემ  ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე , თუ რა პრობლემას წარმოადგენს ის. როგორც ტრენინგზე აღინიშნა, მსგავსი ფაქტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. 

 ტრენინგს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ,

 

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1678