განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
RDRC.GE
სამტრედიაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით ბახტაძემ და გამგებლის მოადგილემ მამუკა თავაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,, ინდიკო“ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ პროექტი თანადაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტით. სამტრედიის ოთხ სოფელში ნაბაკევი, კულაში, ბაში, იანეთი და ქალაქის ტერიტორიაზე 30 ქუჩა მოასფალტდება, რომლისთვისაც სულ 2 მილიონ 720 თასი ლარი დაიხარჯება. ,, კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი ქუჩაა, თუმცა ქუჩების შერჩევა პრიორიტეტების მიხედვით ხდება. მნიშვნელობას ვანიჭებთ , რადენად პრიორიტეტულია კონკრეტული გზა და მოსახლეობის რა რაოდენობა იყენებს მას. ამ შემთხვევაში დაბა კულაშის გზა აკავშირებს, სოფელ მელაურთან და ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან.“ –განაცხადა მუნიციპაიტეტის გამგებელმა. მოსახლეობამ კმაყოფილება არ დაფარა და აღნიშნეს, რომ რამენიმე ათეული წელია დაბა კულაშში გზა ასფალტით არ დაფარულა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. ,, რუსთაველის ქუჩაზე ყველა ბინის ფასადი კეთდება , რომელისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 397 ათასი ლარი. ამ შემთხვევაში თანადაფინანსება მოსახლეობის ამხანაგობების მიერ არც ერთი პროცენტი არა არის. „ –აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით ბახტაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1820