სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტს ,, ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალი“ კავკასიის უნივერსიტეტი ერთ–ერთი პირველი გამოეხმაურა და ქართველ ხალხს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა , რაც გულისხმობს ტაო–კლარჯეთის ეკლესია - მონასტრების კვლევასა და სამეცნიერო ნაშრომის მომზადებას.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის კახა შენგელიას სადოქტორო ნაშრომი სწორედ ტაო–კლარჯეთს ეკუთვნის. როგორც შენგელიამ აღნიშნა ნაშრომის მომზადების პროცესში იგი 102 – ჯერ ესტუმრა საქართველოს ამ უდიდეს განძს.
,, ინოვაციებისა და მეცნიერების ფესტივალის“– ფარგლებში ჩატარებული ექსპედიციის ხელმძღვანელი ისტორიკოსი პროფესორი თემურ ხუციშვილი გახლდათ. უნივერსიტეტის პრეზინდენტმა პროფესორმა კახა შენგელიამ, ასევე პროფესორმა თემურ ხუციშვილმა და ექსპედიციის ჯგუფის წევრმა პრეზენტაცია წარადგინეს ტაოს ისტორიულ მნიშვნელობაზე და მის დღევანდელ მდგომარეობაზე.
შეხვედრის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა თავისივე ავტორობით გამოცემული წიგნი ,, ტაო–კლარჯეთი“ .