განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ანზორ მაჩიტიძის მემორიალის გამარჯვებულთა დაჯილდოვება
RDRC.GE
ანზორ მაჩიტიძის მემორიალის გამარჯვებულთა დაჯილდოვება
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიაში საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოვეს. ტურნირში, როელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ასპარეზობდნენ 8-10 წლის გოგონები და ჭაბუკები, ჩატარდა ქალთა და ვაჟთა ღია ტურნირი 12 , 14 და 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში და წელს პირველად გაიმართა შეჯიბრი ანზორ მაჩიტიძის ყოფილ მოსწავლეებს შორის. გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ყველა კატეგორიაში. ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებული მწვრთნელები, რომელთაგან მესამე ადგილი სამტრედიელმა მწვრთნელმა ბესო ლეჟავამ დაიკავა. სამტრედიელ მოჭადრაკეთაგან გამოვლინდნენ გამარჯვებულები 10 წლამდე გოგონათა შორის მეორე ადგილის მფლობელი -მარიამ გოთოშია, ხოლო ღია ტურნირში 14 წლამდე ვაჟთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა შენგელია მათემ. გამარჯვებულები თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ კუთვნილი საჩუქრები გადასცა მოწვეულმა სტურებმა, მათ შორის სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბახტაძემ, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ, მოჭადრაკე მერი არაბიძემ. ანზორ მაჩიტიძის მემორიალის ორგანიზატორები და მხარდაჭერები იმედოვნებენ, რომ ტურნირი საერთაშორისო სახეს მიიღებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1213