განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N11 საჯარო სკოლა
RDRC.GE
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N11 საჯარო სკოლა

■ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N11 საჯარო სკოლა

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N11 საჯარო სკოლა
ტელ:577 93 38 02

ნანული მანჯგალაძე

   მოგესალმებით ძვირფასო სტუმარო, უნდა მოგახსენოთ, რომ ქალაქ სამტრედიის N 11 საჯარო სკოლა, რომლის გვერდზეც თქვენ იმყოფებით, დაარსების დღიდან ორიენტირებული იყო და არის ბავშვის სულიერი, თუ ინტელექტუალური პოტენციალის სრულიად გამოვლენაზე; განათლების რეფორმის პრიორიტეტის საფუძველზე უმთავრესად მიგვაჩნია, აღვზარდოთ პიროვნება, ღირსეული მოქალაქე. თუ ახალფეხადგმული სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა, მაშინ სკოლაში შესაბამისი წინამძღვრების შექმნა უმთავრეს მიზნად მიგვაჩნია, კერძოდ, უსაფრთხო გარემოს შექმნა და სწავლების მაღალი ხარისხი სკოლის ერთგვარი მისიაცაა. ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად მიმდინარეობს ამ მისიის განხორციელება.

   ლენა ხაჟალია სრული სარეაბილიტაციო პროგრამის შესრულების შემდეგ უფრო შესაძლებელი გახდა სკოლის ძირითადი მიზნის განხორციელება, ესთეტიკურად დახვეწილი გარემო სწავლის მაღალი მოტივაციის ერთ-ერთი პირობაა. რეფორმის შესაბამისად პრიორიტეტი გადაგვაქვს ურთიერთთანამშრომლობაზე: სკოლის, ოჯახის, საზოგადოების ერთ სივრცეში მოქცევაზე. საფუძვლიანი მოტივაციაა სწავლისათვის მასწავლებელთა პროფესიული ზრდა, რაც, თავის მხრივ, აღზრდა-განათლებაში ახლებულ მიდგომებს გულისხმობს. ვიმედოვნებთ, ჩვენი სკოლის დათვალიერებით კმაყოფილი დარჩებით და არა მარტო ვირტუალურად, არამედ რეალურადაც გვესტუმრებით. ჩვენი სკოლის კარი მუდამ ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის.

■ სკოლის ცხოვრება

   სკოლაში 810 მოსწავლე და 60 მასწავლებელია. ოთხი მასწავლებელი სერტიფიცირებულია. ერთ მასწავლებელს – ნინო თარგამაძეს მიენიჭა საუკეთესო სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი. სკოლაში მუშაობს შვიდი საგნობრივი კათედრა: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

თელიას ქ. №2

  • ნახვა: 3462