განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» წყალი სიცოცხლის წყარო
RDRC.GE
წყალი სიცოცხლის წყარო
კატეგორია:  ---

   ,,წყალი სიცოცხლის წყარო"– ასე ერქვა პროექტს, რომლის პრეზენტაცია ქალაქის N4 ბაგა–ბაღის აღსაზრდელებმა, პედაგოგებმა და მეთოდისტებმა საკმაოდ კრეატიულ, სასიამოვნო და ადაპტირებულ გარემოში შემოგვთავაზეს. ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყო სამი სასკოლო ასაკის ჯგუფი, ბაგა–ბაღის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

   ბუნებაში არსებულ მოვლენებზე ცნობიერების ამაღლების, გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვის მიზნით, პროექტის პრეზენტაციის სული ჩამდგმელებმა კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცეს, რომ არცერთი სიტყვა და ქმედება, მოზარდის განვითარებისთვის დახარჯული უკვალოდ არ ქრება.

   მოგეხსენებათ, 22 მარტი მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვის საეღთაშორისო დღეა. ეს თარიღი 1993 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა და საქართველო მას 2014 წლიდან შეუერთდა.

   ☀️ღონისძიებას რამდენიმე დღით ადრე, წინ უძღვოდა ორი სასკოლო ჯგუფის აღსაზრდელებისა და აღმზრდელების ერთობლივი აქცია, რომელსაც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი ხათუნა გაგუა და მისი მოადგილე შეუერთდნენ. პატარებმა მდ. გუბისწყლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

   დღევანდელმა დღემ კი მოლოდინს გადააჭარბა. პატარებმა წყლისა და მისი უამრავი თვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეს. სხვადასხვა სახალისო აქტივობებით გაჯერებული პროექტი მართლაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

   ღონისძიებას დაესწრნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, მოადგილე კობა ძიძიგური, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1096