განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» ნიკოლაძეების მამულში დღეს სახალხო დღესასწაული ,,ნიკოობა" აღინიშნა
RDRC.GE
ნიკოლაძეების მამულში დღეს სახალხო დღესასწაული ,,ნიკოობა" აღინიშნა
კატეგორია:  ---

სურათი    ნიკოლაძეების მამულში დღეს სახალხო დღესასწაული ,,ნიკოობა" აღინიშნა. ტრადიციას, რომელსაც საფუძველი რამდენიმე წლის წინ ჩაეყარა, დიდ ჯიხაიშში ასობით ჩვენი თანაქალაქელი, მოწვეული სტუმარი და ნიკო ნიკოლაძის ღვაწლის დამფასებელი უერთდება.

   წლევანდელი ,,ნიკოობა" ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილების -რუსუდან ნიკოლაძის დაბადებიდან 135 და თამარ ნიკოლაძის გარდაცვალებიდან 80 წლის იუბილეს მიძღვნა.

   სახალხო დღესასწაულს ნიკო ნიკოლაძის ღვაწლსა და დამსახურებაზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ღონისძიების პირველი ნაწილი იმ მომხსენებლებს დაეთმო, რომლებიც დღემდე ესათუთებიან ამ უდიდესი პიროვნების ნაამაგარს. მოწვეულ სტუმართა შორის იყო იაპონიის ქალაქ მიტოიოს დელეგაცია.

   საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე და საზოგადოების წარმომადგენლები. მათ კიდევ ერთხელ გაუსვევს ხაზი ნიკოსეულ ნამოღვაწარს და იგი კვლავაც მომავლის მოაზროვნედ აღიარეს.

   სახლ-მუზეუმის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა თვალი ედევნებინა ხალხური რეწვის ნამუშევრების შექმნის პროცესზე. აქვე წარმოდგენილი იყო სამტრედიის სამხატვრო სკოლა-გალერეის მოსწავლეთა გამოფენა.

   თავიანთი ნამუშევრები ჰქონდათ გამოფენილი ზესტაფონის დღის ცენტრის ,,ცხოვრების მეგზური" აღსაზრდელებს. დღეს ჯიხაიშში თავისი პროგრამით იყო წარმოდგენილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალი, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამით.

   ღონისძიების მეორე ნაწილი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტს დაეთმო. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა კლასიკური და ხალხური მუსიკა, ქართულ ქორეოგრაფიულ ცეკვებს, თანამედროვე ევროპული ცეკვები ცვლიდა. რამდენიმე ნაწარმოებით მსმენელის წინაშე წარსდგა დომენტი შანიძის სახელოვნებო სკოლა და ქუთაისის სახელწიფო სიმფონიური ორკესტრი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 544