განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება საზოგადოებას შეხვდა
RDRC.GE
კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება საზოგადოებას შეხვდა
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მოეწყო. 
   ამ მიზნით მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ირმა ინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, სერგო რატიანი და ქართული ოცნების ახალი სახე იურისტი ანრი ოხანაშვილი, ასევე სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე. მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასაწყისში ყველა ის საკითხი დაანონსა, რომლის განხილვაც შეხვედრის ფარგლებში იყო დაგეგმილი. ,, ხელისუფლების ძირითადი პრინციპებია: 1.ზეპარტიული პრეზიდენტი, 2. ძლიერი პარლამენტი, 3. ქმედითი მთავრობა, 4. დამოუკიდებელი სასამართლო. სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებითა და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს არსებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა“ აღნიშნა მდინარაძემ. ირმა ინაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ორ საკითხს, რომელშიც აბსოლუტურად იზიარებდა მმართველი გუნდის მიდგომას ,, ვეწინააღმდეგები, როგორც ერთსქესიანთა ურთიერთობის ქორწინებით დაკანონებას, ასევე ჩვენი მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებას“ . ხმაური მოყვა აკაკი ბობოხიძის გამოსვლას. დარბაზში მჯდომმა საზოადოებამ არ ისურვა მოესმინა წარსულში უმრავლესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის. 
   შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამტრედიელმა მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ის მტკივნეული კითხვები დაუსვეს, რაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს და ასევე არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდებოდა. 
   შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამტრედიელმა მოქალქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ის მტკივნეული კითხვები დაუსვეს, რაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, ასევე არსებულ ეკონომიურ პრობლემებს უკავშირდებოდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1226