განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » იმერეთის 100 ძეგლი
RDRC.GE
იმერეთის 100 ძეგლი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის ავტორობით გამოიცა წიგნი – ,,იმერეთის 100 ძეგლი“.

   ნაშრომში წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე დაწერილი საცნობარო ტექსტები. თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის A4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად ილუსტრირებულ გვერდს. აქამდე გამოცემულია 3 ალბომი, რომელიც საქართველოს კულტურული და ბუნებრივი ძეგლების აღწერას შეიცავს. 2017 წელს გამოსულ წიგნში – „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ – რომლის იდეაც ზაზა ხიდურელს ეკუთვნის, ავტორი კი გიორგი დვალაშვილია, 350-ზე მეტი ძეგლის აღწერა შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი დვალაშვილი წლებია ეწევა საექსპედიციო საქმიანობას და დაწვრილებით აქვს შესწავლილი იმერეთის კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მონაცემები, ამ კრებულში იმერეთიდან მხოლოდ 13 ძეგლი მოხვდა. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს რეგიონებში არსებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია ცალ-ცალკე კრებულებში გამოქვეყნებულიყო. ბუნებრივია, პირველი გამოცემა იმერეთის შესახებ მომზადდა და მასში განთავსდა წლების განმავლობაში ექსპედიციების დროს მოძიებული მასალები. წიგნში სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან შტანილია: ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი; ტელეფისის ციხე; ზანდოს წმინდა გიორგი; ხის ეკლესიები; კულაშის სინაგოგა; კურორტი სამტრედია; ნარიონალი ტბები და კუნძულები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 220