განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპიტებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ნობათი მიიტანეს
RDRC.GE
სამტრედიაში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპიტებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ნობათი მიიტანეს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   3 მარტს, დედის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამტრედიაში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპიტებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ნობათი მიიტანეს.

   აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ვახტანგ ყოლბაიამ, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ამანათები პირადად გადასცეს და სხვადასხვა საკითხებზე თითოეულ დევნილთან პირადად ისაუბრეს.

   როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა იმერეთში ნათია კოპალიანმა აღნიშნა, -ეს არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა და დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მიაქვთ ხოლმე პერიოდულად ამანათები. ამ ეტაპზე სამტრედიის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან, მისი თავდადება თითოეული საკითხის მოგვარებისას მისაბაძია."

   დავით ბახტაძე-,,აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებით დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, გავესაუბრეთ ადგილობრივებს. ვიმსჯელეთ ერთობლივად ამ ადამიანების პრობლემებზე და სამომამვლო ნაბიჯები დავგეგმეთ. ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში მათი ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება, ვგულისხმობ აგრეთვე მათ გრძელვადიან განსახლების პროგრამით უზრუნველყოფაზე."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 205