განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა
RDRC.GE
სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებს სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაუტარა.

   შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების პირველი ეტაპი განახორციელეს. მსგავსი სწავლება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა.

   პირველ ეტაპზე, ტრენინგში ჩართული უწყებების თანამშრომლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული სწავლება უტარდებათ. სწავლების მეორე ნაწილში კი შეიქმნება საგანგებო მართვის გეგმა, რომლის გადამოწმება პრაქტიკულ ნაწილში განხორციელდება.

   შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლებებს სისტემატურად ატარებს. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის - „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და "კლიმატის მწვანე ფონდის" (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 150