განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
RDRC.GE
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა.

   მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, გმირთა მემორიალი გვირგვინით და 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული წითელი ტიტებით შეამკეს.

   დავით ბახტაძე - ,,დღევანდელი დღე არის თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო. 9 აპრილის გმირებმა გვიჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს. მადლობა თავისუფლებისთვის." გმირთა მემორიალთან მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატური პერფორმანსი წარმოადგინეს.

   34 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უამრავი ადამიანი დაზარალდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 154