განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართულ ქორეოგრაფიას მიუძღვნა დიდი სიყვარულით მოიგონე
RDRC.GE
კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართულ ქორეოგრაფიას მიუძღვნა დიდი სიყვარულით მოიგონე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

აცი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქართულ ქორეოგრაფიას მიუძღვნა, თავისივე ხელით ნაფერადებ ანსამბლ,,სამტრედიას“ საუკეთესო ოსტატად შეეზარდა და საუკეთესო შეგირდებიც დაგვიტოვა, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, დღეს, დიდი სიყვარულით მოიგონეს. მრავალი თაობის აღმზრდელის, შეუდარებელი მეუღლის, მამისა და ბაბუის, მერაბ პაქსაშვილის სახელი კულტურის ცენტრში დღეს რამდენჯერმე მქუხარე აპლოდისმენტებმა გადაფარა....

   კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს – ასე იხსენებდნენ ,,პაქსას“ მეგობრები და მისი ხელოვების თაყვანისმცემლები.

   მიღმიერ სამყაროში გადასახლებული ხელოვანი დღეს გაუხუნარი კადრებიდან ისევ გვესალმებოდა და დაგროვილი სათქმელის საღერღელს შლიდა.

   მერაბ პაქსაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო სამტრედიაში არსებულმა ქორეოგრადიულმა ანსამბლებმა შესანიშნავი კონცერტით აღნიშნეს. სცენაზე გამოვიდა სიღნაღიდან სპეციალურად დღევანდელი ღონისძიებისთვის ჩამოსული ანსამბლი ,,ათინათი“ რომლის დამაარსებლები მერაბ პაქსაშვილის ყოფილი მოსწავლეები არიან.

    ანსამბლები: ,,სამტრედია“, ,,იმერი“, ,,ლილე“, სანავარდო“, ,,გომმუხა“, აილამა“, ,,როკვა“, ,,ფესვები“, ,,ათინათი“ და ჯგუფი ,,დოლური“ სცენაზე ქართული ფოლკლორული ნიმუშების საუკეთესო ნომრებით ენეცვლებოდნენ ერთმანეთს.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები.

   დასასრულს, ანსამბლებს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული მადლობის სიგელები გადასცეს.

   დღის კულმინაცია მერაბ პაქსაშვილისთვის ქართული ქორეოგრაფიის განვითაერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მინიჭებული დამსახურებული ქორეოგრაფ–პედაგოგის წოდება იყო. სიგელი მის საყვარელ ანსამბლ ,,სამტრედიას“ გადაეცა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 138