განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
RDRC.GE
მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

   პროექტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა.

   ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ასფალტ-ბეტონის საფარი იგება ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

   სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა.

   როგორც ადგილობრივებმა განმარტეს, აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი" ასრულებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 157