სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
დღეს მე–4 ბაგა–ბაღში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებმა საზოგადოებას პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი ღონისძიება აჩუქეს. პატარების მიერ თითოეულმა წარმოდგენილმა ნომერმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი ემოციები გამოიწვია. ღონისძიებას ეტყობოდა ბაღის გამგის და ღონისძიების ორგანიზატორის ნანა დუნდუას ნამუშევარი . ბავშვების უნარ–ჩვევები დასტური იყო პედაგოგის მუშაობისა. ლამაზად მოწყობილმა სცენამ და თეატრალიზებულმა სანახაობამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლიზა კრავეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორი ხათუნა გაგუა კოლექტივთან ერთად. სტუმრებმა ღონისძიების ხარისხს გაუსვეს ხაზი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აქტივობად შეაფასეს.