განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
RDRC.GE
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღინისძიებებით აღინიშნა.

   ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა პროფესიონალ და თვითნასწავლ სამტრედიელ მხატვართა და შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა. იქვე გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, მანამდე კი ადგილობრივი თვითშემოქმედი ანსამბლების ჩართულობით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კომპოზიცია ვიხილეთ.

   ,,მომავლის პარკში" გამართულ სპორტულ აქტივობებში პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები მერიის მიერ დაწესებული პრიზებისა და ფულადი საჩუქრების მფლობელები გახდნენ.

   დღის ფინალი სამტრედიის იპოდრომზე გამართული საცხენოსნო სანახაობა იყო.

   იპოდრომზე მუნიციპალიტეტის მერიისა და საცხენოსნო კლუბის ერთობლივი ორგანიზებით, ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში დოღი გაიმართა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო მერაბ გორგასლიძე, 50 წლიანი გამოცდილების მქონე ვეტერანი ცხენოსანი. მასშტაბურ სპორტულ აქტივობაში წმინდა სისხლის ინგლისური ცხენები მონაწილეობდნენ.

   გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით, სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. ღონისძნიებების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   დავით ბახტაძე: ,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიისთვის. დღე, რომლის მოპოვებასაც საუკუნეების განმავლობაში უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ამ დიდ მონაპოვარს კვლავ შრომა და გონივრული მიდგომა სჭირდება. იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის ღირსეული მომავალი შევქმნათ, საქართველო მთელ რიგ გამოწვევბს პასუხობს. ასეთი მიდგომით ჩვენი ქვეყანა აუცილებლად განვითარდება. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს."

   გიგა გელოვანი: ,,26 მაისი ყველა ქართველისთვის დიდებული და ამაღლებული თარიღია. ჩემი პატარა ქალაქიდან ვულოცავ ყველას. დღეს აქ საოცარი მუხტი ტრიალებს-ძმობის, ერთიანობის, ქვეყნის სიყვარულის. გილოცავთ!"

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 151