განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ქველმოქმედთა ჯგუფმა ,,სამტრედიელებმა" დღეს შშმ ბავშვებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო
RDRC.GE
ქველმოქმედთა ჯგუფმა ,,სამტრედიელებმა" დღეს შშმ ბავშვებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ქველმოქმედთა ჯგუფმა ,,სამტრედიელებმა" დღეს შშმ ბავშვებს ნამდვილი ზეიმი მოუწყო მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის ჩართულობით, ბარ-რესტორან ,,სამტრასაზე" მათთვის საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები განხორციელდა. ,,მიხარია, რომ რამდენიმე სექტორის ერთობლივი ჩართულობით ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ ბავშვებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდების ქველმოქმედ გუნდს, გადართობ ცენტრ ,,ცეროდენას", ბარ-რესტორან ,,სამტერასას" და საკონდიტრო ,,მაფილი''. ჩვენ მუდმივად მზად ვართ მსგავს აქტივობებს მხარი დავუჭიროთ და ბავშვების მომავალზე ვიზრუნოთ," აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

   საინიციატივო ჯგუფი ქველმოქმედი ,,სამტრედიელები" გასული წლის ნომბრიდან ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობაზე. ზაკო ლეჟავა, ლაშა კოტორაშვილი, ლაშა ღაღანიძე და გოგა კალანდაძე უკვე ბევრი ოჯახისთვის სასურველი სტუმრები არიან.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 152