განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გერმანელი ტურისტები საქართველოში
RDRC.GE
გერმანელი ტურისტები საქართველოში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სოფელ ბაშში გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გერმანელი ტურისტები საქართველოში სოფლის მეურნეობის კულტურების გასაცნობად ჩამოვიდნენ და სოფელ ბაშში გაშენებული ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერეს.

   გერმანელ ტურისტებს და ქართველ სტუდენტებს მეგზურობა გაუწიეს მუნიციპალიტერის მერმა დავით ბახტაძემ , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შპს ,, ლურჯი ბაშში,, -ს დამფუძნებელმა დავით კალანდაძემ.

   დავით ბახტაძე- ,,სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სამტრედიას უდიდესი პოტენციალი აქვს აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ამის თვალსაჩინო მაგალითია კონპანია ,,ლურჯი ბაში" . ამ საქმეში მათ დაეხმარა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა - დანერგე მომავალი. დღეს ბაშში იმყოფებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები გერმანიის გეტინგემის უნივერსიტეტიდან, რომლებიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული კულტურის გაშენების და მოვლის პროცესს აკვირდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივ მზადყოფნაში ვართ მსგავს წამოწყებებს გვერდით დავუდგეთ და განვავითაროთ სოფლის მეურნეობა.''

   დავით კალანდაძე - მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი მეურნეობა გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით . განსაკუთრებული მადლიერი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების, რომელიც ყველანაირად მხარში გვიდგას და ისეთ პრობლემებს გვიგვარებს რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გადავჭრით, ვინაიდან საქმიანობა ახალი დაწყებული გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს და მის გუნდს.'' გოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრიას ფონ თიდმანი-,,ჩვენ ვართ გერმანიიდან გოტინგენის უნივერსიტეტიდან ჩამოვედით სტუდენტებთან ერთად, საქართველოში ვნახეთ ბევრი ფერმები, პლანტაციები, მათ შორის ისეთები რაც გერმანიაში არ არის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოცდილების მიღებით და საქართველოში ვიზიტით ძალიან კმაყოფილები ვართ.'

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 149