განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება
RDRC.GE
სამტრედიაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება.

   ადგილმა, რომელიც ,,ევროკავშირი საქართველოსთვის" პროგრამის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით, ქალაქის ერთ-ერთ თანამედროვედ მოწყობილ სარეკრეაციო სივრცედ გადაიქცა, მულტიკულტურულ ფესტივალს უმასპინძლა.

   ყოფილი ხდკ-ს ტერიტორია დღეს ხალხმრავალი და მხიარული იყო.

   ევროპისა და აზიის ქვეყნების ტრადიციები მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებმა საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმოაჩინეს.

   საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ ფესტივალს უამრავი სტუმარი ჰყავდა.

   ,,ჩვენ დღეს ვნახეთ საოცრად კარგად შესრულებული ნამუშევრები. საჯარო სკოლებმა დაამტკიცეს, თუ რამდენად ნიჭიერ თაობებს ზრდიან ისინი. მიხარია, რომ ბავშვებმა ღრმად შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და შესანიშნავად წარსდგნენ საზოგადოების წინაშე," განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინა ხარძიანმა.

   ფესტივალს წინ უსწრებდა მოყვარულ ველოსიპედისტთა მსვლელობა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოყვარულმა ველომრბოლელებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ჩვენს ქალაქს ნამდვილად არ სჭირდება, თუმცა ის ჯანსაღი ცხოვრების წესზე კიდევ ერთხელ მიგვითითებს.

   დღეს ასევე სტარტი აიღო ასოციაცია ,,ალამდარის" და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულმა სასკოლო ფესტივალმა ინტელექტუალურ თამაშებში ,,რა? სად? როდის?" რომელშიც მონაწილეობდნენ მოაზროვნეთა გუნდები სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან.

   მულტიკულტურულ ფესტივალში ჩაერთო შშმ ბავშვთა დღის ცენტრი ,,ლამპარი" რომლებმაც თავიანთი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

   ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურიასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დილიდან ესწრებოდა.

   დავით ბახტაძ ე- ,, დღეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის და მერიის დაორგანიზებული შესანიშნავი ღონისიებები ვიხილეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა ასე მორგებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. მადლობა თითოეულ სკოლას, პედაგოგებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს ასეთი სანახაობისთვის."

   ნინო ლელაძე ადგილობრივი მცხოვრები - ,,ხედავთ რამდენი ადამიანი იმყოფება დღეს ამ ფესტივალზე. ყველა გაღიმებული და ბედნიერია, ასეთი ღონისძიებები ადამიანებს აბედნიერებს, მადლობა ორგანიზატორებს და ჩვენს უსაყვარლეს მერს, დავით ბახტაძეს, რომელმაც ასე ძალიან გაალამაზა ჩვენი ქალაქი და ყოველთვის ზრუნავს ახალგაზრდებზე.''

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 127