განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური ნააზრევი და პროექტები
RDRC.GE
ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური ნააზრევი და პროექტები
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმმა, დღეს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ- მასწავლებლებს უმასპინძლა, რომლებმაც სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარეს.

   ,,ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური ნააზრევი და პროექტები,, საკონფერენციო თემის მომხსენებლები იყვნენ როგორც სტუნდები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები.

   კონფერენცია ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო 180 წლის თარიღს მიეძღვნა. სამეცნიერო კონფერენციას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ ,რომლებმაც შეკრებილებს სიტყვით მიმართეს.ნიკო ნიკოლაძის ღვაწლზე ხაზგასმით ისაუბრეს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

   დავით ბახტაძე - სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ,,მსგავსი ღონისძიებების გამართვით მომავალი თაოებებისთვის მეტად სასიკეთო საქმე კეთდება ,მოხარული ვარ რომ სამეცნიერო კონფერენციაში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტები ,მათი მოხსენებები მეტად საინტერესო იყო, ჩანდა რომ საკონფერენციო თემა საფუძვლიანად ქონდათ შესწავლილი,დარწმუნებული ვარ ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითზე ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზრდება , მადლობა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამეცნიერო კონფერენციის გამართვისთვის,,

   შალვა კირთაძე-ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ,, მიხარია რომ დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ღირსეულად წარსდგა დიდებული ქართველის ,ნიკო ნიკოლაძის , მამულში შეკრებილი საზოგადოების წინაშე.მადლობას ვუხდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს და მუზეუმის ადმინისტრაციას, ხელმძვანელს გიორგი ფანცულაიას მასპინძლობისთბის და თანადგომისგვის, დღევანდელი დღე პროდუქტიული გამოვიდა,მოხდა აზრებისა და ინიციატივების გაცვლა, დავგეგმეთ სამომავლოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება,,.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 120