განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სასკოლო ფესტივალი ინტელექტუალური თამაშები ,,რა ? სად ? როდის ?
RDRC.GE
სასკოლო ფესტივალი ინტელექტუალური თამაშები ,,რა ? სად ? როდის ?
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ასოციაცია ,,ალამდარი,, -ს ,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამტრედიის ინტელექტკლუბის ორგანიზებით ჩატარდა სასკოლო ფესტივალი ინტელექტუალური თამაშები ,,რა ? სად ? როდის ? ,, ხვადასხვა სახეობებში ,,რსრ,, , ,ბრეინი,, და ,,ჯეპარდი,, ერთმანეთს სამტრედიის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლის 130 მდე მოსწავლე დაუპირისპირდა. სასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ როგორ ქალაქის ასევე სოფლების საჯარო სკოლების მოაზროვნეთა გუნდები .ნიშანდობლივია რომ წელს პირველად ინტელექტუალური თამაშების ყველა შეკითხვა ქართული თემატიკის იყო , კითხვები სამტრედიიის ინტელექტკლუბის წევრების მიერ მომზადდა.

   ინტელექტ თამაშებს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

   ორდღიანმა ასპარეზობამ გამოავლინა გამარჯვებულები.

   ,,ბრეინი,, პირველი ადგილი N 1 საჯარო სკოლა.

   ,,ჯეპარდი,, პირველი ადგილი ქეთი თომაშვილი სამტრედიის მარმადიდებლური სკოლა,

   ფესტივალზე მესამე ადგილი მელაურის საჯარო სკოლის გუნმდა ,, ფენიქსი" დაიკავა.

   მეორე ადგილზე სამტრედიის მართმადიდებლური სკოლის გუნდი ,,უძინართა დედამიწა".გავიდა.

   პირველი ადგილი და სასკოლო ფესტივალის აბსოლიტური ჩემპიონი ერთობლივი ქულების დაჯამებით N 3 საჯარო სკოლის გუნდი ,, სამი მტრედის გამოცდილება" გახდა

   მიშო თევზაძე ,თეკლა ცირეკიძე,ნიკა და საბა თევზაძეები,ლიზი ქაშაკშვილი და გუგა ქართველიშვილი ამ შემადგენლობით დაკომპლექტებულმა გუნდმა მშობლიურ სკოლას წარმატება მოუტანა.

   ორგანიზატორებმა გამარჯვებულები ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერებით დაასაჩუქრეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 138