განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი
RDRC.GE
აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი

   მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჯანელიძესთან ერთად მიმდინარე პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივებს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

   ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება აღმაშენებლის ქუჩის მეორე შესახვევში. საწრეტი არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს რიონის ქუჩაზე, სადაც ინტესიურად იტბორებოდა მოსახლოება.

   სახურავების გადახურვა მიმდინარეობს აღმაშენებლის პირველ შესახვევში და N 244 მრავალბინიანი კორპუსებში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. პარარელურად, მსგავსი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინაროებს.

   როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

   დავით ბახტაძე -,,ჩვენთვის მთავარია ხარისხი და მოსახლეობა დარჩეს კმაყოფილი თითოეული გაკეთებული პროექტით''.

   ინეზა თევზაძე, რიონის ქუჩის მაცხოვრებელი- ,,საშვილიშვილო საქმე კეთდება, ეს იყო ჩვენი მთავარი პრობლემა, მივმართეთ მერს და ხედავთ დღეს აქ სამუშაოები მიმდინარეობს. ასეთი მასშტაბის სამუშაოები რამდენიმე ათეული წელია არ შესრულებულა''.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 118