განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მე - 12 საჯარო სკოლის მეოთხე ,, ბ” კლასი
RDRC.GE
სამტრედიის მე - 12 საჯარო სკოლის მეოთხე ,, ბ” კლასი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მე - 12 საჯარო სკოლაში მეოთხე ,, ბ” კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის მარიკა ხონელიძის ხელმძღვანელობით ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს !

   მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს მე-4 კლასი და ახალი სასწავლო წლისთვის მომზადებას უკვე შეუდგნენ.

   ბავშვები ენერგიულად და მხატვრულად წარმოსთქვამდნენ პატრიოტულ მოტივებზე შექმნილ ქართულ სტრიქონებს.

   მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლის პედაგოგებს მათ მიმართ გაწეული ღვაწლისთვის და დაჰპირდნენ, რომ მომავალში გაითვალისწინებენ მასწავლებლების დარიგებებს. ღინისძიებას ალამაზებდა და საზეიმო განწყობას უქმნიდა სკოლის პედაგოგის თეონა გაბედავას დახმარებით დადგმული მუსიკალური ნომრები.

   მე-4 კლასის დამრიგებელმა მარიკა ხონელიძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გვერდით დგომისთვის ,, თქვენი დამსახურებაა, რომ დღევანდელ დღეს ასე წარმატებით წარსდგნენ საზოგადოების წინაშე ჩემი პატარები , მადლომა მშობლებო და მასწავლებლებო და მადლობა თქვენ ჩემო საყვარელო მოსწავლეებო” - აღნიშნა მარიკა ხონელიძემ.

   სკოლის დირექტორმა ნინო ონიანმა ახალი ეტაპისკენ მიმავალი გზა დაულოცა აღსაზრდელებს და მომავალში უფრო კომფორტულ და სწავლისთვის მამოტივირებელ გარემოში შეხვედრას დაჰპირდა მოსწავლეებს. ღინისძიების დასასრულს მოსწავლეებმა , მასწავლებლებმა და მშობლებმა კეთილი სურვილები მაისურზე წარწერის სახით გაუზიარეს ერთმანეთს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 197