განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ძმები გრიმების ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა
RDRC.GE
ძმები გრიმების ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, სამტრედიის N11 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა ძმები გრიმების ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს, გერმანულად გვიამბეს სიკეთეზე, მეგობრობაზე და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ კარგ მეგობრობას ვერაფერი შეედრება.

   გერმანული ენის მასწავლებელმა, ხათუნა ჩხიკვაძემ სკოლაში არსებული უცხო ენათა კლუბის მუშაობა დღეს შესანიშნავი ზღაპრის სცენარით წარმოადგინა. მოსწავლეთა მიერ განსახიერებული თითოეული როლი საოცარი გამომსახველობით გამოირჩეოდა, რასაც დამსწრე საზოგადოების ოვაციაც მოწმობდა.

   ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. დავით ბახტაძე-,,დღეს ჩვენ ვიხილეთ შესანიშნავი ნამუშევარი, რომელიც მიიღწევა შრომისა და თანამშრომლობის შედეგად. ვუსმენ ამ ახალგაზრდებს და მჯერა, რომ ისინი ცხოვრების ყველა საფეხურზე წარმატებულები იქნებიან. მადლობა მათ მშობლებს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის."

   თინა ხარძიანი-,,განსაკუთრებული ემოცია მაქვს, როცა მე-11 საჯარო სკოლის ღონისძიებებს ვესწრები. ეს არის ადგილი, რომელიც ათეული წელია წარმატებების და ნიჭიერი თაობების სამჭედლოა. სხვაგვარად არც დღევანდელ დღეს ველოდი. მადლობა ხათუნა მასწავლებელს, ჩვენს საოცრად კარგ თაობას და მათ მშობლებს." ღონისძიების დასასრულს სტუმრებს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორმა ნანა მანჯგალაძემ, ,,არ ვიცი ჩვენს მდიდარ ქართულ ენას როგორ გამოვიყენებ იმ ემოციის გამოსახატად, რაც დღეს მივიღე. იყო ასეთი მოსწავლეების და პეაგოგების ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დიდი პასუხისმგებლობაა. მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 138