განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალური გენდერული საბჭო მუშაობას განაგრძობს
RDRC.GE
მუნიციპალური გენდერული საბჭო მუშაობას განაგრძობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   წლის დასაწყისში დამტკიცებული და მოწონებული სამუშაო გეგმის შესაბამისად მუნიციპალური გენდერული საბჭო მუშაობას განაგრძობს.

   მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს მუნიციპალური გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნათია პაპავა, საკრებულოს მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამილა კეკელიძე და საბჭოს რამდენიმე წევრი შეხვდნენ. ახალგაზრდა პარლამენტარებმა ყურადღებით მოისმინეს გენდერული საბჭოს წევრის, ლევან გაბეჩავას ვრცელი საუბარი 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასა და 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენას რომ შეეხებოდა. აღინიშნა იმ წვლილის შესახებაც, რაც ამ მოვლენებში წარმოშობით სამტრედიელებმა შეიტანეს, კიდევ ერთხელ გააცნეს ახალგაზრდებს სამტრედიელი ფემინისტი ქალბატონის, ეკატერინე (კატო) მიქელაძის ცხოვრების ეპიზოდები, საუბარი, ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვასაც შეეხებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საათნახევრიანი აქტივობის შემდეგ გამოითქვა სურვილი მსგავსი აქტივობები მეტი სიხშირით გაიმართოს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 144