განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა
RDRC.GE
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს. კომისიურად დამუშავებული განკარგულებები დღეს საბოლოოდ დაამტკიცეს.

   რამდენიმე ა(ა)იპ-ის განკარგულებაში შეტანილი შიდა მუხლობრივი ცვლილების დამტკიცების შემდეგ, საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიიღეს საკითხი რკინიგზის სადგურის წინ მდებარე მოედნისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელის მინიჭების შესახებ.

   დღის წესრიგით გათვალისწინებული 2023 წელს განსახორციელებელი 27 პროექტის მოწონების ნუსხა დეპუტატებს საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ცომაიამ გააცნო. სამუშაოების მეტი წილი საყანე ფართობებთან მისასვლელი გზების მოხრეშვაზე მოდის, მოსაწონებლად წარდგენილია ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, რამდენიმე ლოკაციაზე გზის ბეტონის საფარით მოწყობა, სკვერებისა და მინისტადიონების მოწყობა-რეაბილიტაცია.

   დღევანდელ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს წინაშე 2022 წლის 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ნატალია მანჯგალაძე. დეპუტატებმა მას, თავის გუნდთან ერთად, დღეს, კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულებისთვის.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 126