განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა
RDRC.GE
ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, სამტრედიაში იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

   სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან მნიშვნელოვან ბენეფიტად ითვლება ფერმერთა მხარდაჭერა, ამიტომაც დღევანელ შეხვედრას დასწრნენ და დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს უპასუხეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა, ამავე სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა, მერაბ ჟღენტმა.

   შეხვედრაზე ლურჯი მოცვის მწარმოებელ ფერმერებთან ძირითადად, კოოპერაციის და სამაცივრე მეურნეობის მოწყობაზე ისაუბრეს. სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ ფერმერთა მოსაზრებებს აღნიშნული კენკროვანის შენახვისთვის აუცილებელ დეტალებზე, კოოპერატივების შექმნასა და მეპაიეების მინიმალური/მაქსიმალური ფართობების მოცულობაზე. აღინიშნა, რომ სამაცივრე მეურნეობის შექმნა და გამართვა აპრობირებული მეთოდია, რომელიც ლურჯი მოცვის რეალიზაციასაც შეუწყობს ხელს.

   შეხვედრა, რომელსაც ორგანიზება გაუწია სოფლის განვითარების სააგენტოს სამტრედიის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურმა, კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 131