განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის # 5 ბაგა– ბაღში სასკოლო ასაკის ჯგუფის აღსაზრდელებმა გამოსაშვები საღამო მოაწყვეს
RDRC.GE
სამტრედიის # 5 ბაგა– ბაღში სასკოლო ასაკის ჯგუფის აღსაზრდელებმა გამოსაშვები საღამო მოაწყვეს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის # 5 ბაგა– ბაღში სასკოლო ასაკის ჯგუფის აღსაზრდელებმა გამოსაშვები საღამო მოაწყვეს.

   ტრადიციულად # 5 ბაგა–ბაღი ორიგინალურ და შემეცნებით ღონისძიებებს სთავაზობს საზოგადოებას.

   მხიარული, ფერადი და ემოციური დღე აღსაზრდელაბმა მასწავლებლებთან, მშობლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად იზეიმეს. საინტერესო იყო პადაგოგებისა და აღსაზრდელების ინტეგრირებული აქტივობები.

   ,, ცეროდენების სამყარომ’ ბავშვებს, მართლაც საოცარი ზეიმი მოუწყო. აღსაზრდელებმა ზღაპრის გმირებთან ერთად მუსიკალური ნომრები და სპორტული სახალისო ქტივობები შეასრულეს.

   ღონისძიების ბოლოს ბაგა-ბაღის მმართველმა მაია ჯღამაძემ მადლობა გადაუხადა აღსაზრდელებს, მშობლებს, აღმზრდელებს და მოწვეულ სტუმრებს.

   აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია # 5 ბაგა– ბაღს სპონსორობას უწევს სამტრედიის მოქალაქე ხათუნა გიგუაშვილი–იუსტინსკი. იგი 2012 წლიდან მოღვაწეობს გერმანიის კათოლიკურ ბაღში. ქართულ–გერმანული მეგობრობის ნიშნად ხათუნა გიგუაშვილი–იუსტინსკი თავის გერმანელ მეგობრებთან ერთად # 5 ბაგა–ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრებით ანებივრებს.

   ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხათუნას ჩვენი პატარების, მშობლებისა და მასწავლებლების სახელით. დარწმუნებული ვარ პატარები გაამართლებს ჩვენს იმედებს და საამაყო და პატრიოტი მამულიშვილები იქნებიან“ –აღნიშნა # 5 ბაგა ბაღის მმართველმა მაია ჯღამაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 133