განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში მეორედ ტარდება CinèDOC სკოლის მინიფესტივალი
RDRC.GE
სამტრედიაში მეორედ ტარდება CinèDOC სკოლის მინიფესტივალი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ CinèDOC სკოლის დამფუძნებელს არჩილ ხეთაგურს,მენტორ მასწავლებლებს:ეკატერინე შვანგირაძეს,ია ძირკვაძეს,ნინო ჭვალაძეს,ნინია ნიკოლეიშვილს,აქტიურ მოსწავლეებს:მონიკა შუბლაძეს,გიორგი ნუცუბიძეს,მათე კიზივაძეს,მიხეილ კალაძეს,ტატო თავაძეს,ვაკო მუქერიას უნასპინძლა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე გიორგი მეიშვილი,კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე,რესურსცენტრის წარმომადგენელი ალეკო თევზაძე.

   CinèDOC სკოლა არის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე,სადაც უყურებენ ქართველი და უცხოელი რეჟისორების დოკუმენტურ კინოებს,ფილმის გმირებთან და რეჟისორებთან ერთად განიხილავენ ფილმებს,ეჩვევიან ანალიტიკურ აზროვნებას,მსჯელობენ პრობლემებზე,სახავენ მათი გადაჭრის გზებს,სწავლობენ თანაგანცდას,ქმნიან ჯანსაღ ემოციებს.

   წელს1-2-3 სექტემბერს მეორედ ტარდება CinèDOC სკოლის მინიფესტივალი სამტრედიაში.

   აქ უკვე სამი სკოლაა გაერთიანებული:პირველი ,ღანირის და მე-6 საჯარო სკოლები.ფესტივალის მიზანია საზოგსდოებას გააცნოს CinèDOC სკოლის საქმიანობა,ნახონ საინტერესო ფილმები ,ანიმაციები დუდ ეკრანზე,შეხვდნენ ფილმის რეჟისორებს,გამართონ საინტერესო ვორკშოპები ფილმის გადაღებისა თუ გახმოვანების,გამართონ დისკუსიები,,საინტერესო აქტივობებითა და ღინისძიებებით.

   მერმა მხარდაჭერა აღუთქვა ფესტივალს-,,დოკუმენტური ფილმების ფესტივალს მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. ჩვენ ყველა ახალგაზრდულ ინიციატივას ვუჭერთ მხარს, მითუმეტეს, როცა ის შემეცნებით და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. მადლობა ორგანიზატორებს ასეთი ჩართულობისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 123