განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წლის შემაჯამებელი კონცერტი
RDRC.GE
წლის შემაჯამებელი კონცერტი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   წლის შემაჯამებელი კონცერტი ანსამბლმა ,,იმერმა“ ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში სრული ანშლაგით წარადგინა.

   ქართული ქორეოგრაფიის გათანამედროვებული ნიმუშები ანსამბლ ,,იმერის“ ხელწერად უკვე წლებია იქცა, თუმცა დღევანდელმა სანახაობამ მოლოდინს გადააჭარბა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,იმერი“ არა თუ ინარჩუნებს, არამედ ახალ სიცოხლეს სძენს ჩვენი ფასდაუდებელი ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს. საკონცერტო პროგრამა, რომელიც რამდენიმე კომპოზიციას აერთიანებდა, 2 საათის განმავლობაში მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა, მით უფრო, როცა საზოგადოების წინაშე იმერის ყველაზე პატარა ასაკის, ახალი თაობის მოცეკვავეები წარსდგნენ. პატარა გოგო–ბიჭებმა საოცარი ოსტატობით შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. დარბაზის განსაკუთრებული ოვაცია და აპლოდისმენტები სწორედ მათ ეკუთვნოდათ.

   ყაზბეგური, განდაგანი,სვანური, ქალაქური, კინტაური,ხორუმი–ეს და კიდევ სხვა ქართული ცეკვები ,,იმერელებმა“ დაუვიწყარ საღამოდ აქციეს.

   ,,სოსო შენგელია არის ერთ–ერთი გამორჩეული,ძლიერი ქორეოგრაფი და ეს დღევანდელმა კონცერტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფოლკლორის ზეიმს დავესწარი, მიხარია ამდენი ნიჭიერი მოცეკვავის ყურება. მადლობა თითოეულ მათგანს ასეთი დაუღალავი შრომისთვის,“ აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი მეიშვილმა.

   ,,ჩვენი ყველაზე კარგი შემფასებელი მაყურებელია და ვფიქრობ, დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ,,იმერი“ მოწოდების სიმაღლეზე დგას. ეს გულწრფელი დამოკიდებულება ყოველთვის იგრძნობა და ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი სტიმულია ბოლომდე დავიხარჯოთ მათთვის. მადლობა ჩემს დაუღალავ პედაგოგებს, ,,იმერში“ გაზრდილ მარი შენგელიას, ნატალია კიკაჩეიშვილს და თამარ თევზაძეს. თითოეულ მოცეკვავეს, მათ მშობლებს და საზოგადოებას, რომ ასე უყვართ ჩვენი ანსამბლი,“ განაცხადა ,,იმერის“ ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა სოსო შენგელიამ.

   კონცერტს შეუერთდა საკათედრო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდი ,,მასპინძელი“, რომლებმაც ხალხურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები ააჟღერეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 142