განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აუცილებლად სანახავი ლოკაცია
RDRC.GE
აუცილებლად სანახავი ლოკაცია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიში მდებარეობს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ საზოგადო მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი მეტად თვალსაჩინო წარმომადგენელი ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე ნიკოლაძე — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პოლიტიკოსი, ქალაქ ფოთის თავი (1894-1914), საქართველოს ეროვნული საბჭოსა (1917-1918) და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919-1920) გახლდათ. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი მოდერნის სტილი ნაგებობა უნიკალური 3, 5 ჰა დენდროლოგიური პარკით.ეზოში ასევე განთავსებულია ნიკოლაძისეული იმერეთში პირველი სარდაფისებური მარანი, სამი დამხმარე ნაგებობა, რომელთაგან ერთ-ერთში განთავსებულია მარანი, ხოლო მეორე გამოიყენობოდა , როგორც თავლა-საჯინიბო, ხოლო მესამი ბეღელს წარმოადგენს. სახლი აიგო 1886 , თუმცა შემდგომ რამდენჯერმე გადაკეთდა და არსებული სახე 1909-1910 წლებში მიიიღო ედმონდ ფრიკოის პროექტით. სახლ-მუზეუმში დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის კუთვნილი არა ერთი ევროპიდან ჩამოტანილი ნივთი, როგორებიცაა საქართველოში ქართველის მიერ გადაღებული ე. წ. პირველი სელფები, ერიქსონის ჯიბის საათი, კოდაკის ფირმის ერთ-ერთი პირველი გამოშვება - ფოტოკამერა, ხელით სარეცხი მანქანა, მაცივარი, პონის ეტლი ,სასადილო ჭურჭელი, ზინგერის ერთ-ერთი პირველი საკერავი მანქანა დასხვა საინტერეო ექსპონატები. სახლ-მუზეუმში შესაძლებელია საქათველოს თანამედროვე ისტორიაში საცხოვრებელ სახლებში გამოყენებული ერთ-ერთი პირველი ე.წ ცენტრალური გათბობის, წყლისმომარაგების სისტემებისა , ამასთან ერთად ვილეროი და ბოხის საააბაზანო სივრცის დათვალიერება. სახლ-მუზეუმში ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ მე-XIX მიწურულისა და XX საუკუნის დასაწისის საზოგადოებრივი-პოლიტიკური ცხოვრების ისტორიას და ამ ისტორიის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს - ნიკო ნიკოლაძეს და მის ოჯახს.

   • სახლ-მუზეუმი 1951 წლის 1 ივლისს დააარსდა და იგი იმ პერიოდის საცხოვრებელ სახლებს შორის გამორჩეულია.

   • მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა 2015-2017 წლებში ,,ქართუ ფონდის „ დაფინანსებით. #ძვირფასო #ვიზიტორებო!

   ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი გელით ყოველ დღე ორშაბათის გარდა 10:00 საათიდან - 18 საათამდე უაღრესად კეთილგანწყობილ და მშვენიერ გარემოში;

   სახლ-მუზეუმის დენდრო -პარკში შეგიძლიათ მობრძანდეთ #პიკნიკისთვის, #დაბადების #დღის თუ სხვა ღონისძიებების აღსანიშნად , #ჯვრისწერის თუ სხვა მიზნით #ფოტოსესიისთვის.

   სახლ-მუზეუმი მზადაა უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებს, კონფერენციებს, შეხვედრებს, საღამოებს.

   P.S.#უცხო #ენოვანი #გიდი(ინგლისური, თურქული)- ოთხშაბათს,პარასკევს, შაბათ-კვირას!

   დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მითითებულ ნომერს T: 568 950 062 ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ვირტუალური გიდი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას სახლ-მუზეუმი ონლაინ-რეჟიმში დაათვალიეროთ

https://my.fisheye.ge/tour/nikonikoladzemuseum

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 157