განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
RDRC.GE
მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   11 ივლისს ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო „სტამბაში“.

   ღონისძიებაზე სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ სამტრედის მუნიციპალიტეტში CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივა წარუდგინა საზოგადოებას.

   500 ათასი ლარის (დღგ-ს გარეშე) ღირებულების საგრანტო პროექტი სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე არსებული ბორანის რეკონსტრუქციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ითვალისწინებს. პროექტი რეგიონული მასშტაბისაა, რომელიც ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საფუძველზე, სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებისათვის შექმნის ახალ ტურისტულ და ეკონომიკურ ზონას იმერეთის რეგიონში. პროექტი საშულებას მისცემს ორივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, არსებული ტურისტული და ეკონომიკური ზონის ფარგლებში მიიღონ შემოსავლის წყარო, როგორც ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისაგან, ასევე სხვადასხვა სერისების მომსახურეობის კუთხით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივ მცირე ფერმერებს მიიღონ შემოსავალი საკუთარი მიწის სავარგულებიდან. გაზრდის აგრარული სფეროში დასაქმებულთა შემოსავლებს. პროექტის შედეგად შექმნილი ახალი ატრაკცია დაემატება იმერეთის ტურისტულ რუკაზე და შეიქმნება ახალი რეგიონული ტურისტული მარშრუტი.

   ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4 წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.

   პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.

vvvღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს 4 რეგიონის: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივმა, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყვნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100-მდე სტუმარი.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 139