განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის დრამატულმა თეატრმა 61–ე თეატრალური სეზონი დახურა
RDRC.GE
სამტრედიის დრამატულმა თეატრმა 61–ე თეატრალური სეზონი დახურა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ანტონ ჩეხოვის ,,პალატა N6“–ის პრემიერითა და სრული ანშლაგით, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა, 61–ე თეატრალური სეზონი დახურა.

   რეჟისორმა ლორიტა ჯორჯიკიამ მაყურებელი სამყაროს ქვეცნობიერს კიდევ ერთხელ დააკვირვა და განსხვავებული ადამიანების ბედზე დააფიქრა.

   ერთფეროვანი და შავ–თეთრ ფერებად ქცეული ცხოვრება საავადმყოფოს ერთ ფლიგელში მთელ სამყაროს ირეკლავს.... რეალობა, რომელიც ყველაფერ მოსაბეზრებელს გაჩვევს, ავისა და კარგის განსჯის უნარს ბნელ ჯურღმულში მალავს. ასეა პალატა N 6–ში, სადაც ადამიანებმა უარი განაცხადეს ფსევდო-ჰუმანიზმობაზე, არ შეურიგდნენ ისეთ ყოფიერებას, რომელიც გაჟღენთილია სიძულვილითა და ეგოიზმით. არ შეუერთდნენ პატიოსნებად და ფლიდებად დაყოფილ სამყაროს, სადაც საშუალო არ არსებობს. სადაც საზოგადოება ერთი დიდი კედელია და ზნეობის პოვნა ძნელია. ერთი კი კარგად ესმით აქაურ ბინადრებს–უკმაყოფილებისა და ტანჯვის გამოხატვა სულაც არ არის სასირცხვილო საქმე. ამიტომაც იყვნენ გარიყულნი, სოციუმისგან შევიწროებულნი, განსხვავებულად მოაზროვნე პიროვნებები.... სპექტაკლზე მაყურებელმა ცნობილ მსახიობებთან ერთად იხილა დებიუტანტი მსახიობები. დღეს განსაკუთრებული იყო გიორგი შენგელია, რომლის მიერ განსახიერებული როლი დიდხანს ემახსოვრება მაყურებელს.

   წარმოდგენის დასასრულს ე. მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის კულტურის ცენტრის დირექტორმა, ვეფხია ნადირაძემ ადლობა გადაუხადა მაყურებელს და ადგილობი ხელისუფლებას, რომლის მხარდაჭერითაც, წელს, თეატრმა არაერთ წარმატებას მიაღწია. სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერად ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 123