განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
RDRC.GE
მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მერიის სამსახურის უფროსებთან, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

   დავით ბახტაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებზე. მისივე განცხადებით, მალე დაიწყება N 4 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი კურირებს, დასრულდა საძირკვლი და კედლების ამოყვანას დაიწყებენ ნაბაკევის საჯარო სკოლაში, დაგეგმილია ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ ტოლებში, უახლოეს მომავალში დაიწყება მე-10 და 1-ელი საჯარო სკოლების საერეაბილიტაციო სამუშაოები.

   მერმა ბაგა-ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაუსვა ხაზი. სექტემბრიდან ექსპლოატაციაში გაეშვება იანეთის საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად პასუხობს ევროსტანდარტებს.

   დღესვე დავით ბახტაძემ ისაუბრა სპორტული და სარეკრეაციო ზონებზე არსებულ მდგომარეობაზე და მოსახლეობასთან ერთად მოუწოდა პასუხისმგებელ პირებს მაქსიმალურად იზრუნონ მათ მოვლა-პატრონობაზე.

   შეხვედრის დასასრულს მერის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ზაქრაძემ საბიუჯეტო პარამეტრებზე ანგარიში წარმოადგინა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 157