განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
RDRC.GE
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა ხელმძღვანელობდა.

   ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ტარიელ ცომაია დღეს სხდომის ერთადერთი მომხსენებელი იყო, რომელმაც დეპუტატებს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაგეგმილი 6 პროექტის მოწონების საკითხი წარუდგინა.

   მოხსენების ნაწილში ერთ-ერთი მთავარი CESL-ს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საპროექტო იდეების კონკურსში მდ. რიონზე არსებული ბორანის რეკონსტრუქცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ წარდგენილი პროექტის მოწონება იყო. საკითხის დადებით კონტექსტში განხილვის შემდეგ, 2024 წლისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ტურისტულ პოტენციალზე გათვლილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება სამტრედიას.

   დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხები კიდევ ერთხელ განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 125