განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ფესტივალი ,,მომავლის ხმები"
RDRC.GE
ფესტივალი ,,მომავლის ხმები"
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ფესტივალი ,,მომავლის ხმები" ანაკლიაში დასკვნით ნაკადს მასპინძლობს და დასასრულს უახლოვდება. მესამე ნაკადში სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ხონის, ონის, თელავის, ბორჯომის და გორის სალოტბარო სკოლებიდან ჩართული 130 მოსწავლე მონაწილეობს.

   ოთხი დღის განმავლობაში ანაკლიაში მუსიკალური, სპორტული და გასართობი ღონისძიებები სპეციალურად ბანაკისთვის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით მიმდინარეობს.

   ანაკლიაში სამტრედიელ მოსწავლეებთან ერთად იმყოფება ლოტბარი ბესარიონ მახათაძე, რომელიც აღნიშნული პოროექტის შინაარსობრივ და შემეცნებით მხარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფოლკლორის ცენტრი ხლახური სიმღერებისა და საგალობლების შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის არის კარგი შესაძლებლობა, რათა ეზიარონ ფასდაუდებელ ქართულ კულტურას.

   ფესტივალი ,,მომავლის ხმები“, რომლის ორგანიზატორია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, უკვე რამდენიმე წელია იმართება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სალოტბარო სკოლებს აერთიანებს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 121