განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მკითხველთა კონფერენცია
RDRC.GE
მკითხველთა კონფერენცია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მკითხველთა კონფერენციამ, სახელწოდებით ,,სამტრედია ჩემი" დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, 153 წლის სამტრედიის განვითარებაში შეტანილი წვლილით გამორჩეული ადამიანები კიდევ ერთხელ გაგვახსენა.

   გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს" პასუხისმგებელმა მდივანმა ლევან გაბეჩავამ, მოხსენების ფორმატში, სწორედ იმ ადამიანებზე ისაუბრა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს სამტრედიის პოლიტიკურ, ეკონომიკირ თუ კულტურულ სარბიელზე.

   აუდიტორია, რომელთა დიდი ნაწილი, ახალგაზრდებთან ერთად, ისმენდა ჩვენი ქალაქის უახლესი წარსულის ისტორიას, მომსწრე და თვითმხილველი იყო იმ პროცესებისა, რომელზეც ლევან გაბეჩავამ ისაუბრა. ფაქტია, ისტორიას აუცილებლად შემორჩება თითოეული იმ პიროვნების სახელი, რომელმაც ამ ქალაქის ისტორია შექმნა.

   კონფერენციას, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, გამოჩენილ ადამიანებზე საუბრით აუდიტორიაც ჩაერთო.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 127