განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა
RDRC.GE
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა პატივის მისაგებად, წუთიერი დუმილით გახსნა საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვაჟა სტურუამ. მან სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა დატრიალებული ტრაგედიის გამო და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სამაშველო საქმიანობაშია ჩართული.

   დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე მოხსენება გააკეთა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი მელაშვილმა. მან სამტრედიის მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც საჯარო რეესტრმა მომართა სამტრედიის მუნიციპალიტეტს. ამიერიდან ყველა სოფელში ქუჩებს ნუმერაცია მინიჭებული ექნებათ.

   საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უღრელიძემ, საკრებულოს წევრებს, 2023 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ კვარტალური ანგარიში წარუდგინა და დეტალურად განიხილა საბიუჯეტო პარამეტრები.

   იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მ/შ მაია ტალაბაძემ საკანონმდებლო ორგანოს მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ 2010 წ. 4 აგვისტოს N 14 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საკრებულოს წევრის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებში შეტანილი ცვლილებების შესახებ საკითხი წარუდგინა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 125