განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ჩოგბურთში მოყვარულთა შორის სამტრედიის მუნიციპალური ჩემპიონატი
RDRC.GE
ჩოგბურთში მოყვარულთა შორის სამტრედიის მუნიციპალური ჩემპიონატი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში პირველად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, ჩოგბურთში მოყვარულთა შორის სამტრედიის მუნიციპალური ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

   ლაშა თევზაძის ქუჩაზე არსებულ ახლად რეაბილიტირებულ ,,ჩოგბურთის კორტებზე’’ სამტრედიელ მოყვარულთა შორის საჩოგბურთო ტურნირი უკვე რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და დღეს ფინალური მატჩით დასრულდა.

   სამტრედიელ მოყვარულთა შორის საჩოგბურთო ტურნირი სამტრედია 2023 ერთეულთა და წყვილ თანრიგში ჩატარდა. ტურნირში მონაწილეიბა 26- მა მოყვარულმა და ათმა წყვილმა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილრობა.

   ტურნირის გამარჯვებული თორნიკე მეფარიშვილი გახდა, წყვილთა თანრიგში პირველი ადგილი ბაჯო კანდელაკის და გიორგი მელქაძის წყვილმა მოიპოვა.

   მომდევნო შედეგები ასე გადანაწილდა

   მე-2 ადგილი სანდრო თავაძე

   მე-3 ადგილი კარლო აბშილავა

   წყვილთა თანრიგი

   მე-2 ადგილი ავთო რუხაძე, გია შენგელია

   მე-3 ადგილი უჩა ვაშაკიძე, ბექა შარაშენიძე

   გამარჯვებული მონაწილეები და ტურნირის მსაჯი, სოფია შარანგია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თასით, მედალით, სიგელებით, და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ, ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ტურნირის მხარდამჭერმა კომპანიებმა ,,ტორტიკო'' და ,, სპორტ ტაიმ ჯორმჯია''-მ დააჯილდოეს.

   ტურნირის მსაჯი, სამტრედიის ჩოგბურთის სკოლის ხელმძღვანელი სოფიო შარანგია გახლდათ.

   ჩოგბურთის ჩემპიონატის მიმდინარებს, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

   დავით ბახტაძე- ,,მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს გავხსენით საჩოგბურთო ღია კორტები ლაშა თევზაძის ქუჩაზე. აღნიშნული სპორტის სახეობა არ იყო დღემდე სამტრედიაში განვითარებული და შესაბამისად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ განაპირობა, რომ ბევრი მოყვარული ჩოგბურთელი აღმოჩნდა დაინტერესებული ამ სპორტით. ჩვენი თანაქალაქელების ინიციატივას, რომ სამოყვარულო ტურნირი გამართულიყო ჩვენ რა თქმა უნდა მხარი დავუჭირეთ . განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ არა მარტო მერია არის ორგანიზატორი, არამედ ტურნირის მხარდამჭერია კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. ტურნირის გახსნაზე მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა. მინდა მადლობა გადავუხადო ბარ-რესტორან ,, სამტერასას”. , ტორტის სახლ ,,ტორტიკოსა” და ,,სპორტ ტაიმ ჯორჯიას”. მიუხედავად ცხელი ამინდებისა საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ტურნირში. ეს ტურნირი არ იქნება ერთჯერადი, შემდგომში ასაკობრივი ჯგუფებიც იასპარეზებენ. მოგახსენებთ, რომ იგეგმება დახურული ჩოგბურთის კორტის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და მიჰყვეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რისთვისაც ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება.''

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 164