განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   პროექტის "ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში" ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

   შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილე და ამავდროულად გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნათია პაპავა და საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

   საინფორმაციო შეხვედრაზე პროექტის მენეჯერმა მარიკა ვაჭარაძემ საზოგადოებას გააცნო პროექტის მიზნები და ამოცანები " ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობებში (მერია, საკრებულო -14) ანტიდისკტრიმინაციული პოლიტიკის (თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს) ადვოკატირება და შასაბამისი სამართლებრივ დოკუმენტებში ასახვა. შესაბამისად ნფორმირებულობა შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი გზაა. პროექტი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების გადამზადებას მოიცავს დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ. რომლის ფარგლებშიც იგეგმება ტრენინგი. პროექტის მთავარი მიზანი დისკრიმინაციის, გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა" -აღნიშნა მარიკა ვაჭარაძემ.

   პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა რაისა ლიპარტელიანმა მონაწილეებს საკანონმდებლო ბაზაზე და იმ ცვლილებების განხორციელების ეტაპებზე ესაუბრა, რომელიც ადგილობრივ დონეზე უნდა ისახოს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 228