განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში ჩატარდა სამ დღიანი ტურნირი
RDRC.GE
ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში ჩატარდა სამ დღიანი ტურნირი
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამტრედიის საცხენოსნო კლუბის ორგანოზებით სამ დღიანი ტრუნირი ჩატარდა ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში.

   სამტრედიის გრან-პრი ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში, ცხენბურთის, ისინდი, მარულა, ყაბახი, მოქნევა და დოღი, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოში არსებული სხვადასხა საცხენოსნო კლუბები. ფუნალურ დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

   ცხენბურთი პირველი ადგილი ჭალადიდი.

   ისინდი პირველი ადგილი სამტრედია .

   დოღი 1200 მეტრ დინსტანციაზე მხედარი საბა თელია აბაშა.

   მარულა პირველი ადგილი მხედარი საბა ხურცია ზუგდიდი.

   დოღი 1600 მეტრ დინსტანციაზე პირველი ადგილი მხედარი აიზერ ალიევი თუშეთი .

   ნუკრი ბოხუას სახელობის ჯილდო მოიპოვა მისმა შვილიშვილმა სამტრედიელმა ბარბარე მაჩიტიძემ.

   ,,ყაბახი'' სიმბოლურ გათამაშებაში გაიმარჯვა ჭალადიდის წარმომადგენელმა ლევან შელიამ, ხოლო ,,მოქნევა'' მხედარი რომან კალაძე სამტრედია.

   13 ქულით გუნდური პირველი ადგილი სამტრედიის საცხენოსნო კლუბმა დაიკავა . მეორე ადგილზე აბაშის, მესამეზე კი ჭალადიდის წარმომადგენლები გავიდნენ .

   დავით ბახტაძე: – ,,ქართული, ეროვნული ტრადიციები უკვე საუკუნეებია გადაეცემა თაობიდან თაობას. მათ შორისაა ცხენოსნობის რამდენიმე ტრადიციული სახეობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლის სტატუსუთ სარგებლობს. სამტრედიაში აღნიშნულ სახეობებს განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, ვცდილობთ მათ შენარჩუნებას, განვითარებას და პოპულარიზაციას. ცხენოსნობა, ისინდი, მარულა, ცხენბურთი, ყაბახი წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა და მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით საცხენოსნო კლუბი მრავალჯერ გაახარებს გულშემატკივრებს.''

   მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ მოადგილეებთან ლადო ზაქრაძესთან, გიორგი მეიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან ერთად გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის დაწესებული მედლებით, თასებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოთი დააჯილდოვეს.

   სამტრედიის გრან-პრის ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში, DMO Imeret-ს ხელმძღვანელი მარიამ დევიძე და ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 135