განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მიმდინარე პროექტები ქალაქის იერსახეს გააუმჯობესებს
RDRC.GE
მიმდინარე პროექტები ქალაქის იერსახეს გააუმჯობესებს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის იერსახეს გააუმჯობესებს

   მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

   სრული რეაბილიტაცია უტარდება საცურაო აუზს.

   მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 60 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. რომლის ფარგლებში საცურაო აუზს პუერველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება საცურაო აუზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი.

   ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედანის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

   ეწყობა ხელოვნური საფარი, დასრულების ეტაპზეა ტრიბუნების განთავსება და განათების მოწყობა. პროქტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებებით ასპარეზობენ.

   ქალაქ სამტრედიაში რუსთაველის და რესპუბლიკის ქუჩების კვეთაზე არსებული შუქნიშნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

   სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება.

   პროექტის ფარგლებში მოხდება აღნიშნული გზაჯვარედინის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა ახალი თანამედროვე ტიპის ქვეითთა გადასასვლელები, საგზაო ინფრასტრუქტურის ნიშნები, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის შუქნიშნები.

   ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში რობაქიძის და ლაშა თევზაძის ქუჩებზე ახალი მინი სტადიონები ეწყობა.

   მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან, თენგიზ ცაგურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე - ,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდიბარეობს. რობაქიძისა და ლაშა თევზაძის ქუჩებზე ხორციელდება გარე განათების ბოძების შეღებვითი სამუშაოები, ასევე არხების რეაბილიტაცია. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება აწარმოებს.

   ლაშა თევზაძის N2, N4 კორპუსის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვნად გაალამაზა ქალაქის შემოსასვლელი და იერსახე. მსგავსი პროექტების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ქალაქის იერსახეს.,,

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 130