განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დოკუმენტური ფილმი „დიდება დედოფალს“
RDRC.GE
დოკუმენტური ფილმი „დიდება დედოფალს“
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   23 სექტემბერს, 18:00 საათზე

   ავსტრიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ, თათია სხირტლაძის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „დიდება დედოფალს“

   ფილმის ჩვენება გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში. დოკუმენტური ფილმი ასახავს, ოთხი ლეგენდარული მოჭადრაკე ქართველი ქალის, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა იოსელიანის, ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის ისტორიას, რომელიც გადაღებული იქნა ავსტრიის, საქართველოსა და სერბეთის მხარდაჭერით.

   დოკუმენტური ფილმის ჩვენება იქნება საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში 2023 წლის 19 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, კერძოდ, მესტიაში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, სამტრედიაში, ქუთაისში, თბილისში, დუისსა და თელავში. ეს ის ქალაქები და რეგიონებია, საიდანაც წარმოშობით არიან ფილმის მთავარი გმირები და ასევე ფილმში მონაწილე მათი მოსახელეები (სამტრედიიდან - დები მაია და ნანა ჯვარშეიშვილი). ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის მოდერატორი იქნება თათია სხირტლაძე და მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები, ქალთა გაძლიერების თემატიკის ჭრილში, რომელიც უშუალოდ ფილმთან და ჭადრაკთან დაკავშირებულ გამოცდილებებზე იქნება.

 

 

   მობრძანდით, დასწრება თავისუფალია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 146